აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ემზადებიან პირველი ტელედებატებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეტოქე, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი დღეს საღამოს გამართავენ საარჩევნო კამპანიის პირველ ტელედებატებს. რამდენიმეთვიანი ინდივიდუალური საარჩევნო კამპანიის შემდეგ, ისინი ერთად წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე. 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდება სამი 90-წუთიანი დებატი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მხარდამჭერების რაოდენობით მცირე უპირატესობით ლიდერობს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მოსალოდნელია, რომ დებატს, რომელიც კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გაიმართება, პირდაპირ ეთერში უყურებს 50 მილიონამდე ადამიანი.