ბაქოში პოლიციამ დაარბია ჰიჯაბის მომხრეთა დემონსტრაცია

აზერბაიჯანის პოლიციამ ძალა გამოიყენა პარასკევს, ბაქოში განათლების სამინისტროსთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად. აქციაზე, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მოითხოვეს სკოლებში გოგონების თავსაფრით, ანუ ჰიჯაბით სიარულზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება. ათობით პოლიციელმა გამოიყენა ხელკეტები დემონსტრანტების წინააღმდეგ. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.