ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში "ქართული ოცნების" ლიდერები შეიკრიბნენ

დღეს თბილისში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეიკრიბნენ კოალიციის წარმომადგენლები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, სოზარ სუბარმა განუცხადა ჟურნალისტებს, შეხვედრაზე განიხილავენ მთავრობის ფორმირების საკითხებსაც.