განმეორებით გაიმართება მაჟორიტარული არჩევნები სამი საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე

14 ოქტომბერს სამი საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე მაჟორიტარული სისტემით არჩევნები განმეორებით გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა №13 სიღნაღის, გორისა და ხაშურის საარჩევნო ოლქებში.