ფელიქს ბაუმგარტნერმა სარეკორდო ნახტომი შეასრულა 39 კილომეტრის სიმაღლიდან

ავსტრიელმა ფელიქს ბაუმგარტნერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა დედამიწის ზედაპირიდან 39 კილომენტრის სიმაღლიდან გადმოხტომით. როგორც იუწყებიან, სპორტსმენტმა, სულ მცირე, საათში 1173 კილომეტრის სიჩქარეს მიაღწია ვარდნისას - მას შემდეგ, რაც სტრატოსტატის კაფსულა დატოვა. 43 წლის სპორტსმენმა წარმატებით შეძლო პარაშუტის გახსნა და დაშვება როსველთან ახლოს, ნიუ-მექსიკოს შტატში.