გარდაიცვალა კამბოჯის ყოფილი მეფე

პეკინში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა კამბოჯის ყოფილი მეფე ნოროდომ სიანუკი. ის კამბოჯის მეფე 1941 წელს გახდა. მისი მმართველობის დროს, 1953 წელს, კამბოჯამ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. 1975 წელს, კამბოჯაში ”წითელი კხმერების” მმართველობის დამყარების შემდეგ სიანუკი ქვეყნიდან გაიქცა. ოფიციალურად ტახტზე უარი მან 2004 წელს თქვა.