"ქართული ოცნებას" პარლამენტში 41 მაჟორიტარი ეყოლება

განმეორებითი კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში კიდევ სამ მაჟორიტარს შეიყვანს. სიღნაღში "ქართული ოცნების" კანდიდატს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49,09%-მა დაუჭირა მხარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს კი - 47%-მა. გორის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მალხაზ ვახტანგაშვილს 47,43% უჭერს მხარს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს - 46,19%. ხაშურის საარჩევნო ოლქის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატ ვალერი გელაშვილს ამომრჩეველთა 57,75% უჭერს მხარს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს კი - 33,61%. ამ მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ ადგილს მიიღებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი - 32-ს.