პაკისტანში თავდასხმისას მოკლეს, სულ ცოტა, ექვსი პოლიციელი

პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, თალიბებმა, სულ ცოტა, ექვსი პოლიციელი მოკლეს თავდასხმისას, რომელიც წუხელ მოეწყო ბლოკპოსტზე ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდა ავტომატებით და ხელყუმბარებით შეიარაღებული 100-მდე პირი. იერიშზე პასუხისმგებლობა პაკისტანის ამ რეგიონში ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში იკისრა თალიბანის წარმომადგენელი. პოლიციის ცნობით, თალიბებმაც რამდენიმე მებრძოლი დაკარგეს პაკისტანის უშიშროების ძალების საპასუხო სროლის შედეგად.