დაღესტანში ორი მეამბოხე მოკლეს

რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის დაღესტნის რესპუბლიკაში ორი მეამბოხე დაიღუპა სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მეამბოხეებმა სამხედრო პატრულს ცეცხლი გაუხსნეს სამშაბათს დაღესტანში, ბუინაკსკის რაიონში. ისლამისტებთან ურთიერთობაში ეჭვმიტანილ მეამბოხეებსა და უსაფრთხოების ფედერალურ ძალებს შორის შეტაკებები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ხშირია, რის გამოც ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება. ყველაზე რთული კრიმინოგენული ვითარებაა დაღესტანსა და ჩეჩნეთში.