გია დვალი უხელმძღვანელებს განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო კომისიას

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ განათლების და მეცნიერების სისტემის სრულყოფასა და განვითარებაში მონაწილეობას მიიღებს უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერი გია დვალი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გია დვალი უხელმძღვანელებს განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიას, რომელიც ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრთან შეიქმნება.