ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრა - ამის შესახებ იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. ის არ აკონკრეტებს, თუ სად გაემგზავრა მერაბიშვილი და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში 18 ოქტომბერს დაბრუნდება.