...რათა ავტობუსში ეტლით ასვლაც შეიძლებოდეს

Your browser doesn’t support HTML5

18 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის მეტროს შესასვლელთან, გაიმართა აქცია, რომლის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების პირებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება საგანგებო პეტიციისთვის. აქციის თაოსანს, მოძრაობას - „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ - განზრახული აქვს, პეტიცია თბილისის მერიას გადასცეს და მას მოსთხოვოს, საქალაქო ტრანსპორტი მისადაგებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის, ანუ სატრანსპორტო საშუალებები ისე გადაკეთდეს, რომ შესაძლებელი გახდეს ავტობუსსა თუ სამარშრუტო ტაქსიში ეტლით ასვლა და გადაადგილება.