უილიამ ჰეიგი: ბრიტანეთი არ ესწრაფის ირანში რეჟიმის შეცვლას

Your browser doesn’t support HTML5

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უილიამ ჰეიგი უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ბრიტანეთი ცდილობს, ირანში რეჟიმის შეცვლას მიაღწიოს - იმ სანქციების მეშვეობით, რომლებიც ირანს ევროკავშირმა დაუწესა ბირთვულ სფეროში წარმოებული საქმიანობისთვის. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის კორესპონდენტის, ნიუშა ბოღრატისთვის ლუქსემბურგში მიცემულ ინტერვიუში ჰეიგმა განაცხადა, რომ სანქციები „მხოლოდ და მხოლოდ ბირთვულ პროგრამას ეხება“.