ცესკომ დაამტკიცა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. საბოლოო შედეგებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661-მა ამომრჩეველმა. აქედან ბათილად იქნა მიჩნეული 62 874 ბიულეტენი. საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების რაოდენობით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ამომრჩეველთა 54,97%-ის მხარდაჭერა, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობას" ერგო ხმების 40,34%. რაც შეეხება მანდატებს, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ეყოლება 85 დეპუტატი, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობას 65 მანდატი ერგო. შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა და ცესკოს კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ.