პოლიციამ ბაქოში საპროტესტო აქცია აღკვეთა

ბაქოში პოლიციამ დააკავა 30-მდე პირი, რითაც აღკვეთა ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტების თავშეყრა ბაქოს ცენტრში. „მუსავათისა“ და სხვა პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტის დათხოვნას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. ასეთი პროტესტი მოჰყვა სკანდალურ ვიდეოკადრებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ჰპირდება 1,3 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატობის მაძიებელს საპარლამენტო მანდატს.