ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ არმსტრონგს "ტურ დე ფრანსის" ყველა ტიტული ჩამოართვა

პროფესიული ველოსპორტის უწყებამ, საერთაშორსო ფედერაციამ დადგინა, რომ მხარს უჭერს ვეტერანი ამერიკელი ველომრბოლელის, ლენს არმსტრონგის მიმართ სანქციებს და მის მიერ 1999-2005 წლებში, "ტურ დე ფრანსის" შეჯიბრებებში მოპოვებული ყველა ჯილდო გაუუქმა. ფედერაციის თამჯდომარემ, პეტ მაკკვოდმა განაცხადა, რომ ველოსპორტში არმსტრონგის ადგილი არ არის. თვის დასაწყისში აშშ-ის ანტისადოპინგო უწყებამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, არმსტრონგი იყენებდა ყველა დროის ყველაზე რთულ, პროფესიონალურ და წარმატებულ პროგრამას. არმსტრონგი ბრალდებებს უარყოფს.