ჩრდილოეთ ოსეთში ავტომანქანის აფეთქებისას პოლიციელი დაიღუპა

ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, პოლიციის საკონტროლო პოსტზე აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით პოსტზე შესამოწმებლად გაჩერებული მანქანა თვითმკვლელმა ააფეთქა.