პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა ცოტნე გამსახურდია

სააგენტოების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტნე გამსახურდია შეიწყალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას პრეზიდენტთან შუამდგომლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაუწია. ცოტნე გამსახურდიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის. შეწყალების მომენტისთვის მას პატიმრობის 3 წელი მოხდილი ჰქონდა.