პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადეს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამასაც, სახელწოდებით ”ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის.”