ერაყში თავდასხმებში 29 ადამიანი დაიღუპა

ბომბების აფეთქებისა და სხვა იერიშების შედეგად ერაყის მასშტაბით შაბათს სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა. აღმოსავლეთ ბაღდადთან ახლომდებარე ბაუიას დასახლებაში დანაღმული აღმოჩნდა სათამაშო მოედანი, სადაც აფეთქების შედეგად 7 კაცი დაიღუპა. დაღუპულთა შორის რამდენიმე ბავშვიცაა. დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტაჯიში კი აფეთქების მსხვერპლი შიიტი მომლოცველები გახდნენ. კიდევ ხუთი ადამიანი ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ მოსულში დაიღუპა.