უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინასაწარი შედეგები გამოცხადდა

კვირას უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებში ხმების 30 %-ს აგრoვებს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველი „რეგიონების პარტია“. მეორე ადგილზე 24 %-ით გადის გაერთიანებული ოპოზიციური გაერთიანება „ბატკივშჩინა“. ასეთია უკრაინაში ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდა ცნობილი. იმავე ეგზიტპოლებით, ცნობილი მოკრივის ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარს“ ამომრჩეველთა 15 %-მა მისცა ხმა, მეოთხე-მეხუთე ადგილებზე დაახლოებით ხმათა 12 %-ით უკრაინელი „კომუნისტები“ და ნაციონალისტური პარტია „თავისუფლება“ გადიან. ხმების ოფიციალური დათვლის პირველ შედეგებს კი უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 29 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. 450 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში „ვერხოვნა რადაში“ დეპუტატების ნახევარს პარტიული სიებით პროპორციული წესით ირჩევენ, ნახევარს კი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები აკომპლექტებენ.