უკრაინის არჩევნებში კვლავინდებურად რეგიონების პარტია ლიდერობს

ბიულეტენების 30 პროცენტის დათვლის შედეგად უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში კვლავინდებურად ლიდერობს მმართველი ”რეგიონების პარტია”, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 27 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია ”ბატკივშჩინა”, რომელსაც ჯერჯერობით 21 პროცენტი აქვს. ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს ასევე კომუნისტურმა პარტიამ, მოკრივე ვიტალი კლიჩკოს პარტია ”უდარმა” და ნაციონალისტურმა პარტია ”სვობოდამ”.