დაღესტანში მოკლეს იმამი და მისი ოჯახის ორი წევრი

დაღესტნიდან გავრცელებული ცნობებით, დღეს დილას ქალაქ დერბენტში მოკლეს იმამი კალიმულა იბრაგიმოვი, ძმასთან და მამასთან ერთად. საინფორმაციო სააგენტოების, იტარ-ტასისა და ფრანს-პრესის ცნობით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს მათ ავტომანქანას. იმამი მეჩეთში მიდიოდა ძმასთან და მამასთან ერთად.