საუდის არაბეთში ხანძარმა შეიწირა ქორწილში მყოფი 25 ადამიანი

საუდის არაბეთში 25 ადამიანი დაიღუპა ქორწილში ხანძრის შედეგად. დაშავდა 30-მდე პირი. ინიცდენტი მოხდა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ აბკაიკში. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც ცალკე დარბაზში იმყოფებოდნენ. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მოჰყა იარაღიდან ჰაერში სროლის შედეგად ელექტროტრანსფორმატორის დაზიანებას.