ობამა და რომნი წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან გაააქტიურებენ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას გაააქტიურებენ. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღე რჩება. გასული სამი დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ობამამ გააუქმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და კონცენტრირებული იყო ქარიშხალ ”სენდის” შედეგების აღმოფხვრაზე. სტიქიის გამო თავისი კამპანიის მასშტაბი შეამცირა მიტ რომნიმაც. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი კვლევა კვლავაც აჩვენებს, რომ ორი კანდიდატის რეიტინგი თანაბარია და გამარჯვების შანსებიც ასევე ფასდება. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ 10 შტატის შედეგებზე, სადაც არც ერთ კანდიდატს არ აქვს გარანტირებული მხარდაჭერა.