საუდის არაბეთში მსხვერპლი მოჰყვა გაზით სავსე ავტოცისტერნის აფეთქებას

საუდის არაბეთში გაზით სავსე ავტოცისტერნის აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 22 ადამიანი, დაიჭრა 110-ზე მეტი. აფეთქება დედაქალაქ რიადში მოხდა და ის, სავარაუდოდ, ავტოავარიამ გამოიწვია. დაინგრა ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე შენობა, დაზიანდა რამდენიმე სახლი, ცეცხლი წაეკიდა ავტომანქანებს.