კოპტმა ქრისტიანებმა ახალი პაპი აირჩიეს

კოპტურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს ახალი პაპი აირჩია. კაიროში, წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში გამართულ ცერემონიაზე კოპტების ახალი ლიდერად დასახელდა 60 წლის ეპისკოპოსი თავადროსი. მისი წინამორბედი იყო პაპი შენუდა მესამე, რომელიც 40 წელი იდგა კოპტური ეკლესიის სათავეში და წელს მარტში გარდაიცვალა. კოპტები არიან ქრისტიანების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში და შეადგენენ ეგვიპტის 83-მილიონიანი მოსახლეობის 10-მდე პროცენტს. ისინი უჩივიან დისკრიმინაციას გაძლიერებას უმეტესწილად მუსლიმურ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც დაემხო პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობა.