რკინიგზელთა ნაწილი ალტერნატიულ პროფკავშირებს აყალიბებს

რკინიგზელთა ნაწილმა დღეს თავისუფალი პროფკავშირების დაფუძნების შესახებ გააკეთა განცხადება. რკინიგზის დეპარტამენტთან დღეს გამართულ ბრიფინგზე თავისუფალი პროფკავშირების დამფუძნებელი ყრილობის მოსამზადებელი საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა, გია ყრუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი გაერთიანებულ პროფკავშირებს პეტრიაშვილს უნდობლობას უცხადებენ და ემიჯნებიან. ხვალიდან რკინიგზელები რიგგარეშე ყრილობის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ, - აღნიშნა ყრუაშვილმა.