დამასკის გარეუბანში მომხდარ აფეთქებას 10 კაცი ემსხვერპლა

სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა და 40-მდე დაიჭრა დამასკის დასავლეთით ქუდსაიას გარეუბანში მომხდარი აფეთქებების დროს. ამ მონაცემებს ბრიტანეთში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს. მომხდარი იერიშები დაადასტურა სირიის სახელმწიფო მედიამ, თუმცა ოფიციოზს არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაღუპულთა და დასახიჩრებულთა შესახებ. სამშაბათს დილით სირიის პარლამენტის სპიკერის ჯიჰად ლაჰამის ძმა დაიღუპა ცეცხლსასროლის იარაღიდან სროლის შედეგად.