რომნიმ ობამას გამარჯვება მიულოცა

რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ აღიარა არჩევნებში დამარცხება და ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა. ბოსტონში, საარჩევნო შტაბში თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას რომნიმ განაცხადა: ”ვლოცულობ, რომ პრეზიდენტი წარმატებული იყოს”.