ირაკლი ღარიბაშვილი: დასაკავებელი უნდა დავაკავოთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა აზრით ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას დაკავება საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას ხელს არ შეუშლის, როგორც ამას საპარლამენტო უმცირესობა ამბობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდიინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა. "ვინც დასაკავებელია, უნდა დავაკავოთ და ამ პროცესში ჩვენ ანგარიშს გავუწევთ ყველა ფაქტორს, მათ შორის ნატოსთან თანამშრომლობას. ", - თქვა ღარიბაშვილმა.