14 ნოემბერს გაიმართება ბიძინა ივანიშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა

დღეს ცნობილი გახდა, რომ 12-14 ნოემბერს შედგება ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია განჯიკიძის განცხადებით, 14 ნოემბერს დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრებიან საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე დღეს ტელეფონით ისაუბრეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.