აფეთქებებმა 20 სირიელი ჯარისკაცი დახოცა

სირიელი აქტივისტების ინფორმაციით 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ორი ბომბის აფეთქების დროს ქალაქ დარააში. ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციის თანახმად ბომბები რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ქალაქის ოფიცერთა კლუბის უკანა ეზოში აფეთქდა. ქალაქი დარაა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მშობლიური ქალაქია. ბოლო ხანს ოპოზიციის რადიკალური დაჯგუფებების სამიზნე სულ უფრო ხშირად ხდება ქვეყნის უსაფრთხოების ინსტიტუტები. აქტივისტების ინფორმაციით, სირიაში მიდინარე 20 თავიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ქვეყანაში 36 ათასი ადამიანი დაიღუპა.