თანამდებობიდან გადადგა “ბი-ბი-სი”-ს გენერალური დირექტორი

“ბი-ბი-სი”-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯორჯ ენტუისლმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც უკავშირდება ბრიტანელი პოლიტიკოსის შესახებ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ შეუმოწმებელ ცნობას, რომ ის ბავშვებთან სქესობრივ კავშირში იყო შემჩნეული. “ბი-ბი-სი”-ს პოლიტიკოსისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.