ერაყში 10 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით ტერორიზმის ბრალდებით

ერაყში სიკვდილით დასაჯეს 10 ადამიანი, რომლებიც დამნაშავედ სცნეს ტერორიზმში. ერაყის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ერთ მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch იუწყება, რომ სასიკვდილო განაჩენის აღსრულების რაოდენობით ერაყი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში - ჩინეთის, ირანისა და საუდის არაბეთის შემდეგ.