ავღანეთში სამი ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად

ავღანეთში სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო აღმოსავლეთში მდებარე ვარდაკის პროვინციაში. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, ვარდაკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაჭრილია 90-მდე ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. მისი პრესმდივნის განმარტებით, აფეთქება იყო შურისძიება ოთხშაბათს ქაბულში ოთხი თალიბი პატიმრის სიკვდილით დასჯის გამო.