ტყიბულელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ

Your browser doesn’t support HTML5

23 ნოემბერს ტყიბულელმა მაღაროელებმა, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზებით, აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მაღაროელების პროტესტის მიზეზი დაბალი ხელფასებია. აქციის მონაწილეები მათი პრობლემების დროულად მოგვარებას ითხოვენ. უმეტესობას აღებული აქვს კრედიტი, რომლის გადახდასაც ერთთვიანი გაფიცვის გამო ვეღარ ახერხებს. უშუალოდ ტყიბულის მაღაროში დღემდე შიმშილობს 50 ადამიანი. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ერთ-ერთი მაღაროს დახურვამ.