საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

22 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ლეიკემიას სიხშირით პირველი ადგილი უჭირავს ბავშვთა ავთვისებიან სიმსივნეებში. ფონდმა „საქართველოს საქმიანი ქალები - ქველმოქმედებისთვის“ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად მოაწყო დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის ნამუშევართა ჩვენება.