ერაყში აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციის ცნობით, სულ ცოტა 28 ადამიანი დაიღუპა ერაყის სამხრეთში, შიიტებით დასახლებულ ქალაქ ჰილაში გზაზე დადებული ორი ნაღმის აფეთქების შედეგად. ათობით ადამიანი დაიჭრა. თავდასხმა დაემთხვა მუსულმანურ დღესასწაულს. ”აშურის” დღესასწაულის დროს ერაყის შიიტი მოსახლეობა ხშირად ხდება ალ-ყაიდასთან დაკავშირებული და სუნიტი მუსულმანი მეამბოხეების თავდასხმის ობიექტი.