ბევრი კახელი ზამთარს დაზიანებულ სახლებში ხვდება
Your browser doesn’t support HTML5
კახეთში ოთხი თვის წინანდელი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლებისა და სავარგულების აღდგენას მოსახლეობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება მათ სრულად აუნაზღაურებს ზარალს. მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს სახლების ხელახლა შემინვა. გლეხების ნაწილს მოსავლის მოყვანაში დაეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია "კერ ინტერნეშნლი", ხოლო დაზარალებული მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილი დახმარებას ხელისუფლებისგან ელის.