რობერტ სტურუა ოფიციალურად დაინიშნა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუას დანიშვნის განკარგულებაზე ხელი კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ორი დღის წინ მოაწერა - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მინისტრის მოადგილე ხათუნა ხუნდაძემ. ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა თეატრის მმართველის თანამდებობაზე ზაალ ჩიქობავა.