ლავროვმა ხელი მოიტეხა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთში ვიზიტის დროს ხელი მოიტეხა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა. რუსეთის პირველი დიპლომატი სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სამუშაო ვიზიტის დღის წესრიგის მიხედვით, ლავროვმა დღეს ბრიუსელში მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომაში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ავღანეთში და სირიაში არსებული ვითარება განიხილება.