წეროვანი ომიდან ხუთი წლის შემდეგ

Your browser doesn’t support HTML5

წეროვანში ჩასახლებულ დევნილთა უმრავლესობა თავს შინა მეურნეობით ირჩენს. მათგან ზოგი დასაქმებულია, ზოგის შემოსავალი კი მხოლოდ პენსიითა თუ საკარმიდამო ნაკვეთებში მოყვანილი ბოსტნეულით შემოიფარგლება. იძულებით ადგილნაცვალი პირები ახალი ხელისუფლებისგან პენსიების გაზრდას ელიან და გამოთქვამენ სურვილს, მთავრობამ დაუწესოს შეღავათები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადზე.