ირანის საზღვარზე 11 ტონა ნარკოტიკს მიაგნეს

ირანის პოლიციამ პაკისტანის საზღვართან მიაკვლია 11 ტონის ოდენობის ნარკოტიკს. ეს ამ ქვეყანაში მიკვლეული ნარკოტიკის უდიდესი რაოდენობაა. როგორც ირანის მედია იუწყება, პოლიციის ერთ-ერთ მეთაურზე დაყრნდობით, სისტან ბელუჩისტანის არეალში, 36 საათიანი ოპერაციის შედეგად მიაგნეს 10 ტონა ოპიუმს და ერთ ტონა ჰაშიშს. ოპერაციის დროს მოკლეს ერთი კონტაბანდისტი, არაერთი დაიჭრა, ბევრმა თავს პაკისტანში გაქცევით უშველა. ირანის და პაკისტანის 1700 კილომეტრიანი საზღვარი ნარკოტიკის ინტენსიური სატრანზიტო ზოლია.