ეგვიპტეში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

დღეს, ახალ კონსტიტუციაზე რეფერენდუმამდე 4 დღით ადრე, ეგვიპტეში საპროტესტო აქციებს მართავენ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ოპონენტებიცა და მხარდამჭერებიც. გუშინ მურსიმ სამხედრო ძალებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების უფლებამოსილება მიანიჭა. სამხედრო ძალასა და პოლიციას ერთობლივად ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქვეყანაში წესრიგზე. მთავარი ოპოზიციური გაერთიანება - ”ეროვნული გადარჩენის ფრონტი” რეფერენდუმის გაუქმების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციების მოწოდებით გამოდის.