2030 წლისთვის აზიის ეკონომიკა აშშ-ისა და ევროპისაზე ძლიერი იქნება

აშშ-ის ”ეროვნული სადაზვერვო საბჭოს” პროგნოზით, 2030 წლისთვის აზიის ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ჩრდილოეთი ამერიკისა და ევროპის. ამრიგად, დიდი ალბათობით, აშშ დაკარგავს სუპერ-სახელმწიფოს სტატუსს. თუმცა, ანგარიშის - ”გლობალური ტენდენციები 2030” - თანახმად, აშშ დარჩება მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა რიგში იმ როლის გამო, რისი შესრულებაც მას შეუძლია გლობალური კრიზისების გადაჭრაში, ტექნოლოგიური უპირატესობებისა და ე.წ. ”რბილი ძალის” გამო. ”ეროვნული სადაზვერვო საბჭოს” ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა არა აშშ-ს, არამედ ჩინეთს ექნება. ევროპაში, იაპონიასა და რუსეთში კი გაგრძელდება ეკონომიკის ნელი ტემპით შემცირება. მკვლევართა პროგნოზით, 2030 წლისთვის ძალადობრივი აქტები და ისლამური ტერორიზმის შემთხვევები დღევანდელთან შედარებით იშვიათი იქნება.