დავით საყვარელიძე არ აპირებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას

პარლამენტის წევრი დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას არ აპირებს. მიზეზად საყვარელოძემ ის დაასახელა, რომ მას, როგორც დეპუტატს აქვს ფუნქციები და ხვალ ქუთაისში დანიშნულია კომიტეტების სხდომები, რომლებიც ”უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხადურისა და ივანიშვილის დავალებით დაკითხვებზე პარლამენტის წევრთა სიარული.” ამასთან, დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მზად არის პასუხი საჯაროდ გასცეს ნებისმიერ შეკითხვას, რომელსაც საგამოძიებო სამსახური გაუგზავნის.