ყაბარდო-ბალყარეთში მოკლეს სამი სავარაუდო ექსტრემისტი

ყაბარდო-ბალყარეთში სპეცოპერაციის დროს მოკლეს სამი სავარაუდო ექსტრემისტი, დაიღუპა ერთი პოლიციელიც. ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ ტირნიაუზში, ერთ-ერთ შენობასთან სამშაბათს დაიწყო ურთიერთსროლა, რომელიც ოთხშაბათს დილამდე გაგრძელდა. დაჭრილია ერთი პოლიციელი. გამომძიებლები მუშაობენ დაღუპული შეიარაღებული პირების ვინაობის დასადგენად.