დღეს ჟენევაში გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებ, რომ ”განსაკუთრებული მოლოდინი” არა აქვს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების დღევანელი შეხვედრიდან. დღეს ჟენევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომაგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინს. მაია ფანჯიკიძის განმარტებით ამ შეხვედრას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი ექნება და მხარეები შემდგომი შეხვედრის დეტალებზე და ზოგადად განსახილველ საკითხებზე შეჯერდებიან.