სტუდენტებმა რელიგიურ უმცირესობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

Your browser doesn’t support HTML5

14 დეკემბერს თბილისში სტუდენტებმა რელიგიური უმცირესობების მხარდასაჭერად მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. სტუდენტები ნიგვზიანსა და წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა აღმსარებლობის ადამიანი თანაბარია. მშვიდობიანი მსვლელობა, რომელშიც თხუთმეტამდე ადამიანი მონაწილეობდა, თავისუფლების მოედანზე დაიწყო და მეჩეთთან დასრულდა.